geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანდრო ბარნოვი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1974

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კორპორაცია "რენდის" მიერ ორგანიზებული სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლესი კურსები. აშშ-ში მიიღო თავდაცვის ანალიზისა და ეროვნული უსაფრთხოების ორმაგი მაგისტრის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ცენტრში; თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით; იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს სამხარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსი; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი; გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რექტორი; შიდა ქართლის გუბერნატორი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; არასამთავრობო ორგანიზაციის - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგების თავმჯდომარე; საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 18/06/2021
კატეგორია: ფილოლოგი